დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, მისი სანქცირებულობა გახდა თუ არა EU-სთან დიალოგის გადადების მიზეზი

მოკლედ
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც სავარაუდოდ იყო იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ევროკავშირთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგში მიიღებდა მონაწილეობას, არ პასუხობს კითხვას, მისი სანქცირებულობა გახდა თუ არა დიალოგის გადადების მიზეზი.
· ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, 18 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გაუქმდა.
· დიალოგის მიზეზი რომ ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა – რამდენიმე მედიას, მათ შორის რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს იმას, რომ საქართველოს დელეგაციაში შედიოდა, თუმცა არ ამბობს, რომ შეხვედრა დიალოგში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო.
“სამწუხაროდ გაუგებარია რა მიზეზით მიიღეს გადაწყვეტილება, არანაირი ახსნა მათ არ მოუწოდებიათ, იყო საუბარი იმაზე, რომ მზად არიან ამ დიალოგის გადადებაზე, ჩვენ ასე მოგვეწოდა ეს ინფორმაცია” – უთხრა პარლამენტში ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ჰკითხეს, იყო თუ არა საქართველოს დელეგაციაში და გახდა თუ არა მისი საქნცირებულობა შეხვედრის გადადების მიზეზი.
“ასეთი მიზეზი ოფიციალურად არავის არ მოუწოდებია, ევროკავშირის მიერ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას ცდება” – თქვა მან.
“ქართველები დაჟინებით მოითხოვდნენ იმ ადამიანების ჩამოყვანას, რომლებსაც ჩვენ (ცალკეული წევრი სახელმწიფოები) სანქციები აქვთ დაწესებული. ეს მიუღებელია.“ – უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროპელმა დიპლომატებმა. ბრიუსელის განმარტების მიხედვით, შეხვედრა გადაიდო “ქართული მხარის მიერ წამოყენებული დაბრკოლებების გამო.“
შინაგან საქმეთა მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს: შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, როლანდ მესხი და გიორგი სახოკია. მათგან ორს, შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე დარახველიძეს აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სანქციები დაწესებული.
შს მინისტრის კიდევ ერთი სანქცირებული მოადგილე, გიორგი ბუთხუზი 11 ნოემბერს გათავისუფლდა ამ პოსტიდან და ის გიორგი სახოკიამ შეცვალა ამ პოზიციაზე. სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიისა და ს მიერ – მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული.
ევროკავშირს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ერთობლივი სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია – ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართებით ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა