პეტრე ცისკარიშვილი – ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა

შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა შეხვედრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ესაუბროს „ქართულ ოცნებას“ და დიალოგი უნდა გააგრძელოს.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი დასავლეთისგან ჯიუტად ითხოვს, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართ, სადაც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატია არ ჰყვავის. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვამთ მოლაპარაკების მაგიდასთან, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ უფლებებს, მაგრამ თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუა დერეფანი, ეს რეგიონი – სამხრეთ კავკასია, არალეგიტიმურ „ქოცურ“ მთავრობასთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. ამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია ის, რომ არა ღირებულებით საერთო სისტემაში და თანხვედრაში ვართ ბრიუსელთან და -სთან, არამედ ამ მოთხოვნის აღსრულებას და შესრულებას ითხოვს „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან და ბრიუსელისგან. რა თქმა უნდა, ასეთ შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა