ს ახალი პოსტი ბრიუსელზე, რომელიც “ოცნებასთან” დიალოგს გაურბის”

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის ჩაშლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.

მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“,- წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი არ წერს, როგორ მოხვდა სანქცირებული პირი დელეგაციაში და რატომ იფიქრეს, რომ სანქცირებულ პირებთან დიალოგს ვინმე გამართავდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა – ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო