„ერთად სინათლის საძიებლად“ – ამ ლოზუნგით დღეს თბილისში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართება.
მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობით მელიქიშვილის გამზირზე ჩავლენ, იმ ადგილას, სადაც მათე დევიძე დააკავეს.
მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მათე დევიძის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




