ადასტურებს, რომ მ ვორონეჟს შეუტია ამერიკული რაკეტებით ATACMS

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს ტერიტორიის სიღრმეში იერიში მიიტანეს ამერიკული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით ATACMS. მ ამ დარტყმის შესახებ 18 ნოემბერს, საღამოს განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს იყო „ს რეჟიმის სარაკეტო დარტყმის მცდელობა სამოქალაქო ობიექტებზე” ქალაქ ვორონეჟში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 ATACMS, რომლებიც რუსმა სამხედროებმა „ჩამოაგდეს” საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირის” და საზენიტო-სარაკეტო სისტემების, ეს-400-ის გამოყენებით.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებმა” დააზიანეს ვორონეჟის გერონტოლოგიის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობების სახურავები და ერთი კერძო სახლი, მოქალაქეები არ დაშავებულან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, საჰაერო დაზვერვის საშუალებებით დაადგინეს, რომ რაკეტები ATACMS გამოშვებული იყო ხარკოვის ოლქიდან, დასახლებული პუნქტის, ვოლოსკაია ბალაკლეის რაიონიდან, სადაც აღმოაჩინეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ორი ამერიკული გამშვები დანადგარი MLRS და ისინი პირადი შემადგენლობის ათამდე წევრთან ერთად „გაანადგურეს” რაკეტებით „ისკანდერ-მ”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ფოტოები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ასახავენ განადგურებულ ATACMS-ებს. სხვა წყაროებით ამ ფოტოების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 18 ნოემბერს, საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმებისთვის „წარმატებით გამოიყენეს” ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები ATACMS.
გენერალურ შტაბს არ დაუსახელებია არც რაკეტების რიცხვი და არც მათი კონკრეტული სამიზნე. უკრაინული ტელეგრამ-არხები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს აკვირდებიან, ვარაუდობდნენ, რომ სამიზნე ვორონეჟი იყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტების, ATACMS მიწოდება 2023 წელს დაიწყო, თუმცა კიევს აუკრძალა მათი გამოყენება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. უკრაინის თავდაცვის ძალები რაკეტებს იყენებდნენ რუსეთის ჯარების პოზიციების წინააღმდეგ ოკუპირებულ რაიონებში. ბოლო ხანს დასავლეთის არაერთი მედიასაშუალება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს აკრძალვა გააუქმა.
ფორუმი