საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა გააკეთა.
“ფეხბურთელები ჩემიდან და ყველა ადამიანისგან პატივისცემას იმსახურებენ. ისინი ძალიან ცდილობდნენ, კონცენტრაციითა და თავდადებით თამაშობდნენ. მათ ჩვენი ერთად ყოფნის 2 თვის განმავლობაში ბევრი რამ აჩვენეს, რაც ძალიან მახარებს.
საქართველო ღირსეული მეტოქეა, ძალიან კარგი მოთამაშეებით, ბოლო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ამოცანა იყო კონცენტრირება და გოლის არ გაშვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ როგორც ხასიათით, ასევე მენტალიტეტით. ამიტომაც მოვედი გუნდის სათავეში, რომ მათი მჯეროდა. რა არის დღეს საუეკთესო? – გამარჯვება! სწორედ ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ”, – თქვა დიმიტროვმა.
საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა



