ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ 60 ფეხბურთელისგან შემდგარ ჯგუფს პირადად დაურეკა და აუხსნა, თუ რატომ არ იყო ამ შეკრებაზე გამოცხადებული.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, ის ამ მოთამაშეებს ნაკრების სავარაუდო სიაში მოისაზრებს და მათ უთხრა, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სიაში მოხვდნენ.
“ჩვენ გვაქვს 55-60 ფეხბურთელისგან შემდგარი გრძელი სია. გვინდა დავუკავშირდეთ მათ, ავუხსნათ, რატომ არ იყვნენ აქ და ვუთხრათ, რა უნდა გააკეთონ პოზიციების გასაუმჯობესებლად”, – ციტირებს ტუხელს Goal.
მწვრთნელისგან ზარს ელოდებიან გამოცდილი ვარსკვლავები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაკარგეს რეგულარული სასტარტო ადგილები ან პრობლემები შეექმნათ ვარჯიშთან დაკავშირებით. სიაში შედიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჰარი მაგუაიერი, ჯეკ გრილიში, კაილ უოკერი, ლუკ შოუ და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი.
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ – მესი თუ რონალდო?
“ბარსელონა” ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
“მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ” – ლუის სუარესი
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს – შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ტუხელი კვლავ ინგლისში, მაგრამ ამჯერად ნაკრებში – მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან
“მანჩესტერმა” პოჩეტინო გამორიცხა – “იუნაიტედს” ტენ ჰააგის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია
დარჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ბაიერნი” დე ძერბის ვარიანტზე გადაერთო
ტუხელი პრემიერ ლიგას უბრუნდება? – გერმანელი სპეციალისტი ინგლისური გრანდის ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ოფიციალურად: ტუხელი სეზონის ბოლოს “ბაიერნს” დატოვებს
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ



