10 თვეში ქართული ღვინო 29 გამოფენასა და 250-მდე დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი – ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.
„Orange Wine Festival“ 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად იმართება ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში.
ფესტივალში საქართველოს მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე, რაც ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობაა.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 90 მწარმოებლის 350 ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყნიდან.
ვენაში გამართულ ფესტივალს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, კონსული თამთა კინწურაშვილი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ასევე ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მარნები ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ და ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალში „Amber Georgia” მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს -ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე -ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.