რატომ დასწყდა გული “ოცნებას” “ხალხის ძალაზე”? – ახალი პარტიის ანონსი – დეტალები

“ხალხის ძალა” პარტიის დაფუძნებას აანონსებს.
გურამ მაჭარაშვილი, ტვ პირველთან ამბობს:
ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, რასაც ჰქვია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს, თუ რა პოლიტიკური სტატუსით წარვდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ აუცილებლად ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ჰქვია ხალხის აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება ბარიერის გადალახვა-არგადალახვის საკითხს, ჩვენ დარწმუნებული იმაში ვართ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა „ხალხის ძალამ.
“ქართული ოცნების” წევრი, :
თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ცალკე პარტიად, მე არ მგონია, რომ ეს უარყოფითი ფაქტორი იყოს „ქართული ოცნებისთვის“. თითქოს და ისინი არიან პრორუსული განწყობის და ა.შ., მე ასე არ ვხედავ ამ საკითხს და არ მიმაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ერთგვარი დეზინფორმაციის ნაწილია, როდესაც, მაგალითად, მათივე ინიციატივა იგივე ტრანსფარენტულობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მონათლული იქნა როგორც რუსული ინიციატივა. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. მე არ მგონია, რომ მათი დარჩენა რაიმე ფორმით ნეგატიური ფაქტორი იყოს, პირიქით, და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გული დამწყდა, როდესაც ეს ხალხი გავიდნენ ჩვენი პარტიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…