რიგ ქვეყნებში, როცა მძღოლი საგზაო წესებს ხშირად არღვევს, ვალდებულია, დამატებითი სწავლება გაიაროს – მევლუდ მელაძე

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაზე ისაუბრა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ეხება.
მისი თქმით, რიგ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როცა მძღოლი, რომელიც საგზაო წესებს ხშირად არღვევს, დამატებითი სწავლების გავლის ვალდებულება უჩნდება.
„გარდა ამისა, ცივილიზებულ სამყაროში არის ქულების შემდეგი სისტემა: როცა მძღოლი ჯარიმდება და ქულა აკლდება, აქედან იწყება 1 წლის ათვლა და არ ნულდება 31 დეკემბერს. შემდეგ ეს 1 წელი რომ გადის, მხოლოდ გარკვეული პროცენტი უბრუნდება და თუ მძღოლი კიდევ ახალ ჯარიმას მიიღებს, ათვლა კვლავ ამ მომენტიდან დაიწყება და როცა რამდენიმე ჯარიმა გროვდება, ეს მძღოლს გაცილებით ფრთხილსა და ყურადღებიანს ხდის.
ჩვენთან 30 დეკემბერს შეგიძლია, რაც გინდა, ის დააშავო, რადგან 31 დეკემბრიდან ყველაფერი გაგინულდება“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას.