ზე ს მასირებული შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა

უკრაინაზე ს ჯარების მასირებული შეტევისას, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, მოსახლეობის გამაფრთხილებელი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტულჩის და გალაცის რაიონებში. შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის მინიტორინგისთვის გამანადგურებლები გაგზავნა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 19 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რადარებმა დააფიქსირეს სიგნალი უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრზე შევიდა. დრონი რადარებზე პერიოდულად ჩნდებოდა დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში და შემდეგ რადარებიდან გაქრა.
დილის მდგომარეობით რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუდასტურებია რაიმე საჰაერო საშუალებით ხმელეთზე დარტყმა. მოქალაქეებისგან შეტყობინება არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს მიუღია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეციალისტების ჯგუფები მზად არიან საველე სამუშაოებისთვის.
ში ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა რუსულმა დრონებმა ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს.
17 ნოემბერს რუმინეთის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას მდინარე დუნაიზე ხანძარი გაუჩნდა გათხევადებული გაზით დატვირთულ ტანკერს.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამაც ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.
სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.
ფორუმი