უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკის ანკარაში თურქი ოფიციალური პირები დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკიც ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტის თურქეთში ჩასვლის ამსახველი ფოტოებიდან ჩანს, რომ მას იქ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი დახვდა.
ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ თურქეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რათა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების საკითხი განიხილოს. მედიის ცნობით, თურქეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება.




