უგულშემატკივრე შავ ლომს ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს.
პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.
თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან დახვდება კვების ობიექტები, რაგბის ბრენდირებული კოლექცია, გათამაშება და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. მატჩის დაწყებამდე გაიმართება დაიანა კინგის კონცერტი.
თამაშის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, კვების ობიექტებში ს ნებისმიერი სადებეტო ბარათით (გარდა ბიზნეს ბარათებისა) გადახდისასდა დაიბრუნეთ თანხის 20%
თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!