მედია – პოლონეთმა -ს რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამოძიებაში დახმარება სთხოვა

პოლონეთმა რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიის გამოძიებაში -ს დახმარება სთხოვა და ამ მიზნით კონტაქტის არხები დამყარდა, – ინფორმაციას RMF24 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ პოლონეთისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა გასულ შაბათ-კვირას ვარშავა-ლუბლინის რკინიგზაზე მომხდარი ორი ინციდენტი განიხილეს, რასაც პოლონეთი დივერსიულ აქტებად მიიჩნევს, რომელშიც რუსეთის კვალს ხედავს.
18 ნოემბერს, სეიმში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გამომძიებლების ვარაუდით, პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია უკრაინის ორმა მოქალაქემ განახორციელა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ისინი პოლონეთში ბელარუსიდან შევიდნენ და დივერსიის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოახერხეს.
ტუსკის თქმით, პოლონეთი ეჭვმიტანილების დაკავებას და ექსტრადიციას მოითხოვდა.
ცნობისთვის, ვარშავა-ლუბლინის რკინიგზის ის მონაკვეთი, სადაც დივერსია მოხდა, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?