UFC | ყველა წონის განახლებულ რეიტინგში ილია თოფურია მეორე ადგილზეა, მერაბ დვალიშვილი – მესამეზე

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ნიუ იორკში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.
რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა ქვესაშუალო წონის (77კგ) ახალმა ჩემპიონმა, რუსეთის სახელით გამომსვლელმა ისლამ მახაჩევმა – აქამდე ის მეორე ადგილს იკავებდა.
მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა და ახალ წონაში საჩემპიონო ბრძოლა ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რეიტინგში პირველიდან მეორე პოზიციაზე დაქვეითდა მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია. მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც ამჟამად სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარს ფლობს.
UFC-ს ყველა წონის რეიტინგი:
· ისლამ მახაჩევი ()
· ილია თოფურია (საქართველო)
· მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
· ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
· ალექსანდრე პანტოჟა (ბრაზილია)
· ალექს პერეირა (ბრაზილია)
· ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
· ტომ ასპინალი (ინგლისი)
· ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
· დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
· მაქს ჰოლოუეი ()
· მაგომედ ანკალაევი ()
· ბელალ მუჰამედი ()
· არმან ცარუკიანი (სომხეთი)
· ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…