ფოტოები: მონიკას თვალები სულ სხვანაირად ბრწყინავს – 59 წლის ვარსკვლავის დაუვიწყარი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ახალ პარტნიორთან, 65 წლის ტიმ ბარტონთან ერთად – Marao

ფოტოები: მონიკას თვალები სულ სხვანაირად ბრწყინავს – 59 წლის ვარსკვლავის დაუვიწყარი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ახალ პარტნიორთან, 65 წლის ტიმ ბარტონთან ერთად – Marao
Emmy-ს სატელევიზიო დაჯილდოება, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა, გამორჩეული იყო სტუმრების მრავალფეროვნებით. წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ რეჟისორი ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი, რომელთა რომანი 2023 წელს დაიწყო.
ცოტა ხნის წინ მონიკამ ახალ რომანზე გულწრფელად ისაუბრა. ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ შეყვარებული და ბედნიერია: “მე ვიცნობ ამ კაცს და ძალიან მიყვარს იგი“ – აღნიშნა მან.
59 წლის მონიკა ბელუჩი ბრწყინავდა ხავერდის ორეულში. მას პიჯაკი შარვალთან, ხოლო ეს ორეული თეთრ პერანგთან და ბაფთასთან ჰქონდა შეხამებული. შავი ფერის პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, ტიმ ბარტონიც, რომელიც მონიკას გვერდით საოცრად ბედნიერი ჩანდა.
ბელუჩიმ და ბარტონმა ერთმანეთი პირველად 16 წლის წინ გაიცნეს, მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ლონდონში, Lumiere-ის კინოფესტივალზე შეხვდნენ. მონიკა და ტიმი ამჯერად Diabolik Chi Sei-ის პრემიერაზე, რიგით მეთვრამეტე კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ და პაპარაცების ყურადღებაც მალევე მიიქციეს.
რაც შეეხება წყვილის წარსულ ურთიერთობებს, ტიმ ბარტონი წლების განმავლობაში დაქორწინებული იყო ჰოლივუდის მსახიობ ჰელენ ბონემ კარტერზე. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და იდეალური თავსებადობისა, 2014 წელს წყვილი მოულოდნელად განქორწინდა. მონიკა ბელუჩი კი წლების განმავლობაში მსახიობ ვენსან კასელზე იყო დაქორწინებული. ისინი ჰოლივუდის საკულტო წყვილად მიიჩნეოდნენ და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდათ. 13-წლიანი თანაცხოვრებისა და 2 ქალიშვილის შემდეგ ისინი განქორწინდნენ.