სუპერშეთავაზება პოლიტანოს – შემტევი “ნაპოლის” მაინც დატოვებს?

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატეო პოლიტანო “ნაპოლისთან” ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, რადგან “ალ შაბაბმა” იტალიელ შემტევს სუპერშეთავაზება გაუკეთა.
არაბული კლუბი მზადაა მატეოს 2.5-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 18 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, პოლიტანო “ნაპოლის” 2020 წელს, “ინტერიდან” შეუერთდა.