ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკთან განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ეინ ელ-ჰილვეჰის რაიონში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე მოქმედებდნენ.
ისრაელის არმიაშია აცხადებენ, რომ ეს ადგილი „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად გამოიყენა.
„ჰამასმა“ თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მას ლიბანში პალესტინელთა ბანაკებში სამხედრო ობიექტები არ გააჩნია.
ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლიბანურმა დაჯგუფებამ 2023 წლის 8 ოქტომბერს ისრაელის პოზიციებს რაკეტებით შეუტია. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ სოლიდარობას გამოხატავდა ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ. 2024 წლის ნოემბერში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ისრაელი ლიბანში საჰაერო დარტყმებს დროდადრო ახორციელებს და აცხადებს, რომ მისი სამინზე „ჰეზბოლა“ და „ჰამასია“.




