რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და შენობები და ავტომობილების დაზიანდა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მტერმა სლობიდსკის, ოსნოვიანსკის და ნემიშლიანსკის რაიონებზე თავდასხმისთვის „გერან-2“ ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის 9 და 13 წლის ბავშვები.
„დაზიანდა სულ მცირე 10 სამოქალაქო ავტომობილი, ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა. ხანძარი გაუჩნდა ავტოფარეხებს და საოფისე შენობის სახურავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სუპერმარკეტსაც“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.