დიმიტრი სილაქაძე: ახლა უკვე ათასი ჯურის გამპრავებელი გამოჩნდა და კიდევ მეტი გამოჩნდება, რომლებიც დაწერენ თუ როგორ დგას ,,დიფსტეიტი” და ათასი ოხრობა ემიგრანტების უკან

„1922 წელს, ოკუპირებულ საქართველოში, საბჭოების პირველი ,,არჩევნებში” ბოლშევიკებმა ხმის უფლება ჩამოართვეს: ე.წ. ,,არამშრომელ ელემენტებს”, ვაჭრებს, სასულიერო პირებს, ყოფილი მთავრობის პოლიციის წევრებს.
დღევანდელ საქართველოში ეს ,,პატივი” ჯერჯერობით ემიგრანტებს ერგოთ.
მათ იურიდიულად არა, მაგრამ ფაქტობრივად წაართვეს საარჩვენო ხმის უფლება. ნამუსიანი ადამიანი თავს არ მოისულელებს და არ იტყვის ჩამოვლენ და მისცემენ ხმასო, რამდენი მოახერხებს 1 დღისთვის ჩამოსვლას? 1 % თუ 2?
თან საუბარია ემიგრანტებზე, ადამიანებზე რომელთა მხრებზე და მძიმე შრომაზე გადაიარა საქართველოსთვის ურთულესმა პერიოდმა და დღესაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში.
ახლა უკვე ათასი ჯურის გამპრავებელი გამოჩნდა და კიდევ მეტი გამოჩნდება, რომლებიც დაწერენ თუ როგორ დგას ,,დიფსტეიტი” და ათასი ოხრობა ემიგრანტების უკან. შეურაცხყოფას მიაყენებენ ამ ადამიანების დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მოწამლავენ სოციალურ ქსელს ბოროტი სიტყვებით/
მერე ეს ფარისევლები დაჯდებიან სუფრაზე, ემიგრანტების სადღეგრძელოს ფეხზე მდგარნი დალევენ და სინდისი სულ არ შეაწუხებთ.“ – წერს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.