მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია შეიძლება წითელი მგლურას თითქმის ყველა შემთხვევის საფუძველი იყოს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ასეთი კავშირის შესახებ ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლოს“ უკან შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) იმალებოდეს.
ეპშტაინ-ბარის ვირუსი არის პათოგენი, რომელიც „კოცნის დაავადებას“ (მონონუკლეოზი) იწვევს და ახალი აღმოჩენების თანახმად, მას შეუძლია პირდაპირ დააინფიციროს და გადააპროგრამოს კონკრეტული იმუნური უჯრედები და ეს გახდეს სისტემური წითელი მგლურას, შემოკლებით მგლურას სიმპტომების დაწყების მიზეზი.
„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა, რაც კი ჩემს ლაბორატორიაში გამიკეთებია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობთ, ის წითელი მგლურას შემთხვევათა 100 პროცენტს ერგება“, — ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ რობინსონი.
ზრდასრულ ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას მთელ მსოფლიოში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს შეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსთან, რომელიც თითქმის არანაირ სიმპტომს არ იწვევს.
ვრცლად პირველ არხზე




