ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, არც გაბედონ, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება შეუჩერონ, ძალიან მძიმედ დამთავრდება ეს ამბავი, – ამის შესახებ იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა, ხათუნა კიკვაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგად იციან, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ფიზიკურად ვერ მოახერხებს ჩამოსვლას, რადგან უმეტესობას პასპორტი და გადაადგილების საშუალებაც არ აქვს.
უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში ემიგრანტების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. ამ ადამიანებსი 99 პროცენტი,იმ ქვეყნებისგან, სადაც ჩადიან, ითხოვენ თავშესაფარს, ეს ნიშნავს, რომ მათ პასპორტი და გადაადგილება ფაქტობრივად არ შეუძლიათ, ფულიც რომ ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იციან, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ფიზიკურად ვერ მოახერხებს ჩამოსვლას. გარდა ამის, ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია, რანაირად წარმოუდგენიათ, რომ მილიონნახევრმა ქართველმა აიღოს ბილეთი და წამოვიდეს. აქედან ძალიან ძნელია ყურება, ჩვენ ვცხოვრობთ ასე, როდის დაღამდება, რომ ვნახოთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა რუსთაველის პროტესტზე, ეს საშინელი საყურებელია. დიდი მადლობა იმ ადამაინებს, ვინც იბრძვიან. მე მეცოდება ჩემი სახელმწიფო, რომ ასეთ მდგომარეობაშია. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, არც გაბედონ, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება შეუჩერონ, ძალიან მძიმედ დამთავრდება ეს ამბავი. რა თანხებს ითვისებენ, ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები, ცრემლებით სავსე თანხებს, კორუფციის გზით ითვისებენ, – განაცხადა ხათუნა კიკვაძემ.




