ირაკლი ჩიქოვანი: არიან ადამიანები და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნებისმიერ პოზიტიურ განვითარებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად.
მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას და ნებისმიერი სახის პოზიტიურ დინამიკას.
“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არიან ადამიანები, არის პირთა წრე და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია და ჰქვიათ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება – ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, იმიტომ, რომ მართლაც რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს და ნებისმიერ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, მ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში