[VIDEO] U21. უშანსოდ – საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე გერმანიასთან 0:2 დამარცხდა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მათ რიგებში ელ მალა გამოირჩეოდა, მან ჯერ ბურთი მიზანს ააცილა, მერე ძელს გაარტყა. ჩვენი გუნდი, რომელსაც ტრავმირებული ლაცაბიძე დ იეგოიანი ვერ დაეხმარენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ, აქტიურ გვასალიას ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მეტოქე კარლმა დააწინაურა.
პირველ ტაიმში ტაბატაძე, ხოლო მეორის დასაწისში ხარებაშვილი დაშავდა და ისინი პარკაძემ და ქარსელაძემ შეცვალეს. გერმანიამ იერიშები გააგრძელა, კარლს მეკარე ბერუაშვილმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ტრეზოლდმა ბუკიასგან რიკოშეტით დალაშქრა მისი კარი. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მთავარი ნაკლი ნახევარდაცვის სუსტი თამაშია, რომელსაც ბურთის დაჭერა და კონტროლი უჭირს, რის გამოც გუნდს უმეტესად დაცვაში უწევს ყოფნა და უფრო ძლიერ მეტოქესთან მარცხისთვის განწირულია.
საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 2026 წლის 27 მარტს სახლში ლატვიასთან ჩაატარებს. თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება.
თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო – გერმანია 0:2
გოლები: 0:1 კარლი (45+2), 0:2 ტრეზოლდი (58)
საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი (ქარსელაძე 55), გიუნაშვილი, ბუკია, ლორთქიფანიძე (წულუკიძე 67), დადიანი, ბასილაძე, გვასალია, ჯაფარიძე (ბერელიძე 67), ტაბატაძე (პარკაძე 46), დეისაძე (ღურწკაია 84)
· ხვიჩა მაგარია! საინტერესოა ვის და რას დააბრალებს სვანაძე მარცხს. კარში დარტყმა მგონი 2-50 იყო. ფეხბურთის გარდა ყველაფერს ვთამაშობთ მოედანზე.