ერგნეთის შეხვედრაზე ტრადიციულად განიხილეს უკანონო დაკავებები და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები

მოკლედ
· ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 18 ნოემბერს გამართული შეხვედრის ფონია საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩება ცხინვალის ციხეში და საუკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის 13 ახალი შემთხვევა.
· ცხინვალის მხრიდან განხილვის საგანი იყო ჩორჩანას საგუშაგო – ესაა საკითხი, რომელზეც თვითგამოცხადებული რეჟიმი მუდმივად საუბრობს შეხვედრების ამ ფორმატში.
„დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონკრეტული პასუხი გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გრძელდება მუშაობა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
საუბარი შეეხო საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობის შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. განვიხილეთ თავისუფალი გადაადგილების საკითხი. დღეს ასევე ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. განისაზღვრა ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ჩორჩანის საკითხს საოკუპაციო რეჟიმი მუდმივად აყენებს და აცხადებს, რომ ეს არის საფრთხე. ამ კუთხით მინდა, აღვნიშნო, რომ პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ამ კუთხით საფრთხეები განეიტრალებულია. საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებებს პოსტის აღების თაობაზე, ამაზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, რაც მათ კიდევ ერთხელ ეუწყათ“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
13 ნოემბერს ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც განუსაზღვრელი ვადით გერმანიაში, ბერლინში იმყოფება.
„ქართული ოცნების” მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონტროლო პუნქტის აღმართვა 2019 წელს სამთავრობო უწყებებთან (კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან) შეუთანხმებლად გადაწყვიტა, რამაც სოფლების, ჩორჩანისა და წნელისის მახლობლად არსებული ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც შექმნა. ეს საკითხი, კერძოდ, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით სადავო პარლამენტის კომისიის სხდომებზე განიხილეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა