Madrid Fusión: “საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია”

“საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია” – ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესი, Madrid Fusión (მადრიდ ფიუჟენი) თავის ფეისბუქ გვერდზე საქართველოზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.
“საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა” – წერია განცხადებაში.
საქართველო მასშტაბურ გასტროკონგრესზე სტუმრის სტატუსით პირველად წარსდგება. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
კონგრესი 29 იანვარს დაიწყება და 31 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი