რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, თბილისის ვიწრო ქუჩებში გამართონ მსვლელობები, რათა ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა.
დღევანდელი პროტესტის თემაა სიმბოლურია და ის საქართველო-ამერიკის მეგობრობას ეხება.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ამერიკის დროშები.




