რა შეცვალა პაციენტების მკურნალობაში კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვამ – შეფასებები

რა შეცვალა პაციენტების მკურნალობაში კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვამ – რეფორმის პირველ შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ამ სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობა აკრძალა. მანამდე კი, 15 აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გადაიბარა.
უწყების მონაცემებით, რეფორმის შედეგად ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიაფდა, მათ შორის არის წამლები, რომელთა ფასებიც 10-ჯერ შემცირდა.
რეფორმის შედეგებზე საუბრობენ ექიმებიც და ამბობენ, რომ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებამ ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური მოხმარება უკვე შეამცირა.
რა შეცვალა პაციენტების მკურნალობაში კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების აკრძალვამ – რეფორმის პირველ შედეგებს ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ამ სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობა აკრძალა. მანამდე კი, 15 აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გადაიბარა.
უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, რეფორმის შედეგად ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიაფდა, მათ შორის კი არის წამლები, რომელთა ფასებიც 10-ჯერ შემცირდა.
რეფორმის შედეგებზე საუბრობენ ექიმებიც და ამბობენ, რომ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებამ უკვე შეამცირა ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური მოხმარება. გარდა ამისა, პრეპარატები უფრო ხელმისაწვდომი გახდა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ჯანმრთელობისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება აუცილებელია.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ნინო აქიაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემა მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება, რაც გაზრდის პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და შეამციებს ფასს. გარდა ამისა, ადამიანებს დაიცავს ამ პრეპარატრების უნებართვოდ მოხმარებისგან, რაც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკური მენეჯერის ჯანა ფურცელაძის შეფასებით კი, მედიკამენტოს საჭირო დოზებით გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„სახელმწიფოს მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ლეგალურიო ბრუნვის გაკონტროლება და იმპორტისა და რეალიზაციის საკუთარ თავზე აღება, ცხადია, შეამცირებს და უკვე შემცირდა ამ მედიკამენტების არალეგალური მოხმარება. ასევე შემცირდება ინტოქსიკაციის შემთხვევები. უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა სააფთიაქო ნარკომანიაც. პრეპარატები ძვირადღირებული იყო და იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად საჭიროებდნენ ამ პრეპარატის მოხმარებას, ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რადგან მათზე ფინანსური ტვირთი მკვეთრად შემცირდა,“ – განაცხადა ფურცელაძემ.