ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ცნობით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




