“გურია თუდეის” ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორს შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!

“გურია თუდეის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის “გურიას” მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და შემდგომში სფფ-ის, თბილისის “დინამოსა” და ჰოლანდიური “ვიტესის” პრეზიდენტის, მერაბ ჟორს შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს.
ამას იგი აუქციონის წესით მოახერხებს, რის შესახებაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზემოხსენებული კომპანია ფინანსურად უკვე ეხმარება “გურიას”, რომელიც მეოთხე ლიგაშია და ზედა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახი ჟორდანია თამაშებსაც ესწრება და მათ შორის გურულ დერბიზეც უნდა ყოფილიყო.
ცნობილია, რომ “გურია” ფინანსურ კრიზისშია, აქვს 600 ათას ლარამდე ძველი დავალიანება, კლუბი ვერ ახერხებს მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას, მისი ტრადიციები და გულშემატკივრების ამბიცია კი გაცილებით მეტსაც მოითხოვს.
თუ ჟორდანიების ლანჩხუთან ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა, რატომ აირჩია მერაბ ჟორდანიას შვილმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი “გურია”. ამასთან, თქმა არ უნდა, ჟორდანიებს იმაზე გაცილებით ამბიციური გეგმები ექნებათ, ვიდრე მესამე ლიგაში დაწინაურებაა.
კახი ჟორდანია წლების წინ ჰოლანდიის კლუბ “დელ ბოსხის” ფლობდა. მისი ორივე ბაბუა ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ – კახი ასათიანი თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი იყო, ლეო ჟორდანია კი “გურიას” ლეგენდაა, როგორც მამა – მერაბ ჟორდანია, რომელმაც მშობლიურ კლუბში საუკეთესო წლები გაატარა და დიდი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელი ქომაგს.
თუმცა მის მიმართ გურულების კეთილგანწყობა მხოლოდ საუკეთესოდ შესრულებულ პენალტებსა თუ საჯარიმო დარტყმებს არ უკავშირდება, სფფ-ის ექსპრეზიდენტი მშობლიური მხარისადმი სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოხატავს.
მათ შორის, სფფ-ის პრეზიდენტობის დროსაც კი არ მალავდა მშობლიური გუნდისადმი სიმპატიებს. “მართალია, სფფ-ის პრეზიდენტს არ მაქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოვარჩიო, მაგრამ “გურია” ჩემს გულშია და ვარ სუბიექტური, ყველაზე მეტად მას ვგულშემატკივრობ” – გვითხრა ჯერ კიდევ ქართული ფეხბურთის მესაჭის რანგში მყოფმა.
“გურია თუდეიმ” გასულ წელს დაბეჭდა ორი სტატია მერაბ ჟორდანიას გამოუქვეყნებელი წიგნიდან, რომელიც “გურიას” ეხება და ნათლად გამოხატავს იმ თბილ დამოკიდებულებას, რაც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქართველ საფეხბურთო მოხელეს აქვს ლანჩხუთის მიმართ:
“ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, “გურიაში” მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში? წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან ერთ თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა”.
უკვე რამდენიმე წელია, მიდის სერიოზული საუბრები, რომ მერაბ ჟორდანია “გურიას” დახმარებით არის დაინტერესებული. ამას თავადაც არ უარყოფდა, შესანიშნავი პროგრამაც ჰქონდა, მაგრამ…
სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო – “გურიას” გულშემატკივრის დიდი სურვილი, რომ ჟორდანიებმა ჩაიბარონ კლუბი, როგორც ჩანს, მალე ახდება…
წყალტუბოს “სამგურალს” ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის “პოკერი”, ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება…
[ეროვნული ლიგა] …ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემა?
ТАСС: რუსმა ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ “დენ ბოსხი” შეიძინა
Brabants Dagblad: ჰოლანდიის “დენ ბოსხს” მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: “დენ ბოშის” ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
“ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი” – მერაბ ჟორდანიამ “დინამოს” გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
“ტორინოსთან” მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და “კვარაზე” მეუბნება… – მერაბ ჟორდანია
“ხვიჩას გარეშე “ნაპოლი” სოფლის გუნდია” – მერაბ ჟორდანია
მერაბ ჟორდანიას შვილი, კახი ჟორდანია “დენ ბოსხის” მფლობელი გახდა
მერაბ ჟორდანია “აუსტრიას” შეიძენს – მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა