ანა დოლიძე – სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით

პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და შეამოწმოს თბილისის მერია.
„ის რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტობრივად არის დიაგნოზი „ქართული ოცნების” ხელისუფლების. ნეპოტიზმი, კორუფცია, ჩაწყობა, არაკომპეტენტურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა, ყველაფერი ეს კარგად გამოიხატება იმ ზარალში, რომელიც წერეთლის გამზირის პროცესმა მოგვაყენა და განსაკუთრებით მიაყენა დიდუბის მაცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქ.თბილისის მერიაში არსებობს აუდიტის სამსახური, რომელიც არის მის დაქვემდებარებაში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის შემოწმებას. მოვითხოვთ და ვფიქრობ, რომ უპრიანია და ახლა სწორედ ის დროა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა და სკულპულოზურად, დეტალურად შეამოწმოს ქ.თბილისის მერია”, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია