აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშია და მისი საკომიტეტო განხილვა იწყება

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშია და მისი საკომიტეტო განხილვა იწყება.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში, მისი საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება.
მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომელიც აკუსტიკური იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნას მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს.
გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, -ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე.
იკრძალება ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში. ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანასა და გამოყენებას საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი