გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი – „ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის – დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს

„ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თანახმადაც „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.
„მათ მედიის თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ოპოზიციური პარტიები აკრძალეს, ახლა კი თავიანთი მმართველობის გამყარების მიზნით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ. დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, – წერს ჯეიმს მაკკლირი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი