ემანუელ მაკრონი – საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს

საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ კვლავ ძლიერები და მშვიდობის მიღწევის მიზნით ერთიანები ვართ. საქმე არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ ყველა ევროპელის უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, მ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს.
„მე ვენდობი უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საჭირო რეფორმებს გააგრძელებენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, იმედოვნებს, რომ ში ომი 2027 წლამდე, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
„უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უფრო ფართო შეთანხმებაა საჭირო, რადგან თუ უკრაინა ძლიერი არ იქნება, მაშინ თავის ვალდებულებებს კვლავ დაარღვევს“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და მ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რობაქიძე: ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘'სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ…