“ბარსელონა” ცენტრალურ მცველს, ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ესპანელის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება და “ბლაუგრანა” გეგმავს, რომ ფეხბურთელთან საბოლოო შეთანხმებას მიმდინარე წლის ბოლოს მიაღწიოს, რათა მისი სატრანსფერო ფასი დაიცვას.
“ბარსელონაში” დარჩენა თავად გარსიასაც სურს და მზადაა “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ხელი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს.
გარსია “ბლაუგრანაში” 2021 წლიდან ასპარეზობს, ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 131 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
“ადგილი მზის ქვეშ” – კატალონიელები სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დიდ ომს გვპირდებიან
“საქართველოსთან თამაშის შემდეგ ლუის ენრიკე ძალიან ანერვიულდა…” – marca “ფურია როხას” თამაშში პრობლემებს ხედავს
ერიკ გარსიამ ვინისიუსს მწარედ დასცინა
პსჟ “ბარსელონას” მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
“ბარსელონა” ზაფხულში ოთხი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს
“ბარსელონამ” “სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა



