ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, EU-სთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა | ჰერჩინსკის მიმართვა

“16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის
მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება”.