– უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო!

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მისივე თქმით, რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები მიმდინარეობს.
„უარი ბოლონიის პროცესზე! უარი „ერაზმუსის“ პროგრამებზე: “სტუდენტებმა აქ ისწავლონ“.
უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე – “აქ დაბრუნდნენ და ხმა აქ მისცენ“.
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი!
სსრკ სხვა კი არაფერი იყო“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა რომ ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება. გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.