ნინო დოლიძე – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი – „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, რიყავს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში

საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი – რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს, – ასე ეხმაურება „სამართლიანი ს” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ფაქტობრივად, საერთოდ რიყავს მოქალაქეებს.
“საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში.
რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს“, – წერს ნინო დოლიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა რომ ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება. გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.