პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაიწყო – ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი დაიწყო. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის – მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია “კო-ჰოლდინგის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე – ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის აიტი სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა