მანიპულაციას აქვს ადგილი, რომელიც არის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი – ენმ-ის წევრი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და აღნიშნა. ფავლენიშვილის თქმით, მისი სიტყვები უპასუხისმგებლო და დამაზიანებელია.
“უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მსგავსი ტიპის ბრალდება არ გაჟღერებულა. ზოგადად, ეს ადამიანები უპასუხისმგებლოდ სპეკულირებენ, იმიტომ, რომ არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტულად ვერაფერს ამბობენ. მანიპულაციას აქვს ადგილი, რომელიც არის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი. კარგად ვხედავდით, ვინ არ ასრულებდა რეკომენდაციებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო