“კითხვები, რომ ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის მომავალს, სამწუხაროდ ქართველ ხალხში აღარ არსებობს” – გურამ მაჭარაშვილი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ებრძვის.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების გარკვეული ნაწილის მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით აღიარებები საჯაროდ ისმის.
“ბატონი გამყრელიძის, საჯარო, მორიგი აღიარება, მტკიცებულებაა, იმ პარლამენტის ოპოზიციურ წევრებთან ერთად, რომელიც ადასტურებენ, რომ ოპოზიციიდან ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში დადიოდნენ ოპოზიციური წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეტსაც გეტყვით, ქალბატონი სამადაშვილი დღესაც აღიარებს საჯაროდ, რომ ევროპის შეცდომა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ამიტომ, კითხვები, რომ ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის მომავალს, სამწუხაროდ, ქართველ ხალხში, აღარ არსებობს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი