15 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა საარჩევნო კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთში არჩევნებისადმი გაზრდილი ნდობის მაჩვენებელზე ილაპარაკა.
“საარჩევნო კომისიების მიერ თანამედროვე სტანდარტების გამოყენებამ გაზარდა ნდობა როგორც არჩევნებისადმი, ისე საარჩევნო კომიტეტისადმი. ეს ფიქსირდება ყველა სოციოლოგიურ კვლევაში”. – ამბობს პუტინი.
შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს მოყავს 2020 და 2022 წლის არჩევნების მაგალითები, პრეზიდენტის თქმით, არჩევნების შედეგებისადმი მოსახლეობის ნდობა არჩევნებიდან არჩევნებამდე 60%-დან 69%-დე გაიზარდა.
“შეფასება საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ ამ შეფასებამ არ უნდა დაგვამშვიდოს, უნდა განვაგრძოთ საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა, კერძოდ უფრო აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ციფრული პლატფორმის შექმნაში”. – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
ცოტა ხნით ადრე, პუტინმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. ახალი წესები მედიისთვის კიდევ უფრო ართულებს არჩევნების გაშუქებას.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 17 მარტს არის დაგეგმილი. პუტინი ქვეყნის ლიდერის პოსტზე მეხუთედ იყრის კენჭს.