საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუს შემდეგ მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს.
“მოგესალმებით,
დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.
ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში. მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!
გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!
წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!”, – წერს ლაშა ლომიძე.
შეგახსენებთ, მერაბ შარიქაძემ Setanta Sport Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შარდის ნიმუში სხვა მორაგბეების ნიმუშის ნაცვლად გამოიყენეს და გაუგებრობის მსხვერპლი გახდა.
“ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. როცა მითხრეს, შარდის გაცვლას გედავებიანო, გამაჟრიალა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად… ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი?!” – აღიარა მორაგბემ.
მისი თქმით, ეს “სისულელე” იმ “ჩაკეტილ წრეში” მოხდა, რომელშიც თავად და ის მორაგბეები არიან, რომლებმაც ნიმუში გამოიყენეს.
მან არ დაასახელა არც ეს ადამიანები და არც ის პიროვნება, ვინც, მისი ვარაუდით, ეს ამბავი მიტანა ანტიდოპინგურმა სააგენტომდე… “ვისაც ჩავაცვი, მან გამხდა, ისე, როგორც დათა თუთაშხია ამბობს…” – დასძინა დანანებით შარიქაძემ.
“მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში სცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე. ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული”, – განაცხადა მან.
29 ნოემბერს “რკენას“ პირველ ღონისძიება Fight Night-ზე მერაბი MMA-ში პირველ ბრძოლას გამართავს.
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
“ბორჯღალოსნები” | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
“დიდი მატჩი და გამოცდა “მარიფილდზე”, რათა ვნახოთ, სად ვართ” – მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
“ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?” – მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბის ლეგიონი: ევროთასებისთვის “რასინგ 92” და “კლერმონი” იბრძვიან
“ბორჯღალოსნები” პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ – “ბორჯღალოსნების” პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ – დაცვაში პრობლემები გვქონდა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
“ლონდონ აირიში” “კრასნი იარს” ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
“გლოსთერთან” ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია” – რა ითქვა “იბერიანსთან” ნამატჩევს




