აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სენატის კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მისთვის მისაღებია.
„რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მკაცრ სანქციებს აწესებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა ოქტომბერში განაცხადა, რომ მზად იყო კენჭისყრაზე წარედგინა სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი საშუალებას მისცემს დონალდ ტრამპს, 500%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებს ყიდულობენ და აქტიურად არ უჭერენ მხარს უკრაინას.
„შესაძლოა, ირანიც დავამატოთ“, – განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.




