მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს

17-18 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ს სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს ს სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერთან, ამირ ოხანასთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან, იტამარ ბენ-გვირისთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიხტერთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვევა და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდება. მაკა ბოჭორიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს “იად ვაშემი” გვირგვინით შეამკობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.