მარკო რუბიო – აშშ ვენესუელურ Cartel de los Soles-ს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტები კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენულ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ Cartel de los Soles ნიკოლას მადურო ხელმძღვანელობს, რასაც ვენესუელის ლიდერი უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს