ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა თავისი New Glenn-ის მეგარაკეტის გამაძლიერებელი ატლანტის ოკეანეში დრონზე მხოლოდ მეორე ცდაზე დასვა და ასე ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ მეორე კომპანია გახდა! ეს ამბავი კი მნიშვნელოვანი იმის გამოა, რომ მსგავსი მიღწევები ახალ სარაკეტო სისტემას კიდევ ერთ ვარიანტად აქცევს, რათა კოსმოსში, მთვარესა და მის ფარგლებს გარეთ უფრო დიდი ტვირთი გააგზავნონ.
ამგვარად, Blue Origin უკვე რეალურ კონკურენტად პოზიციონირდება და შეუძლია SpaceX-ს დაუპირისპირდეს, რომელიც ბაზარზე თავისი Falcon 9-ით, Falcon Heavy-ით და Starship-ის რაკეტებით დომინირებს.
ხუთშაბათის გაშვება მხოლოდ დაშვების მცდელობის გამო არ იქცევს ჩვენს ყურადღებას, აფრენიდან დაახლოებით 34 წუთის შემდეგ New Glenn-ის ზედა საფეხურზე წარმატებით განთავსდა რაკეტის პირველი კომერციული ტვირთი: NASA-ს ტყუპი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მარსზე წითელი პლანეტის ატმოსფეროს შესასწავლად გაემგზავრება.
New Glenn-ის პირველი გაშვება იანვარში მოხდა, ხოლო Blue Origin-ს მეორე რაკეტის გაშვების პროცესი რამდენიმეჯერ გადაედო. კომპანია მეორედ ცდას გაზაფხულზევე აპირებდა, თუმცა მაინც რამდენიმეჯერ გადადო, საბოლოოდ კი New Glenn-მა კვირას გადაწყვიტა გაშვება, თუმცა ამინდისა და მზის ქარიშხლების გამო, ისევ გადაიდო.
ისტორიული აფრენის მომსწრე კი მხოლოდ ხუთშაბათს გავხდით, როცა რაკეტა ფლორიდის შტატის ქალაქ კანავერალის კეიპში მდებარე 36-ე გამშვები კომპლექსიდან აფრინდა, ჩვენი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ოთხი წუთის შემდეგ, მეორე საფეხური გამოეყო და კოსმოსის სიღრმეში გასწია, ხოლო New Glenn-ის გამაძლიერებელმა დედამიწისკენ დაბრუნება დაიწყო. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, 57 მეტრის სიმაღლის გამაძლიერებელი პლატფორმაზე დაეშვა. როცა წინა მცდელობაზე ეს ცეცხლის გაჩენით დასრულდა…
ბუსტერის დაშვება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია სარაკეტო სისტემების ხელახლა გამოყენების თვალსაზრისით, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში უკვე კარგად არის დაოსტატებული SpaceX-იც. ამიტომაც ახლა Blue Origin-ს მოუწევს რაკეტის გამაძლიერებლის განახლების დემონსტრაცია შემოგვთავაზოს და მისი ხელახლა გაშვების შესაძლებლობაშიც დაგვარწმუნოს.
აღნიშნული საინტერესო შესაძლებლობებს აძლევს კომერციულ მომხმარებლებსა თუ სამთავრობო მისიებს, მით უმეტეს, რომ Blue Origin დიდი ხანია, რაც მთვარეზე ფიქრობს და ამ ეტაპისთვის მთვარის ლენდერსაც ავითარებს, როცა SpaceX Starship-ზე მუშაობს. ამ უკანასკნელს მთავრობამ ტემპი დაუწუნა და პროცესების აჩქარება მოსთხოვა…
Blue Origin-ის CEO დეივ ლიმპი კი გვპირდება, რომ ნასას ძალიან სწრაფად დააბრუნებს მთვარეზე. მართალია, New Glenn-ის წარმატებული გაშვება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამისთვის ჯერ ბევრი რაიმეს დამტკიცება მოუწევს…
marketer.ge




