აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში მსვლელობით 9 აპრილის ქუჩისკენ მიემართებიან.
მსვლელობას პოლიციელები მიუყვებიან.
ამასთან, პარლამენტთან მოქალაქეებმა შეაგროვეს ხელმოწერები, რითაც არაბულ კომპანიასთან ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები დ გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც აქ, ევროპაში, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უბრალოდ საწყობებში არ უნდა ინახებოდეს