მაღალი ხელფასი გინდათ, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ? მაგრამ დაბალ ხელფასაც აიტანთ, ოღონდ ბიძინა მოშორდეს -არა და არასდროს, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება
„უცხოური ინვესტიცია თქვენ არ გინდათ, ქართულ ინვესტიციას ეჭვის თვალით უყურებთ, 6,5 მილიარდის შემომტან არაბულ კომპანიას საქართველოს გაარაბებას აბრალებთ. მაღალი ხელფასი გინდათ, დიდი პენსია, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება.
„უცხოური ინვესტიცია თქვენ არ გინდათ, ქართულ ინვესტიციას ეჭვის თვალით უყურებთ, 6,5 მილიარდის შემომტან არაბულ კომპანიას საქართველოს გაარაბებას აბრალებთ, იმდენსაც ვერ ხვდებით, რომ საემიროდან, სადაც ყველა მისი მოქალაქე მდიდარია, ხუმრობაც დადის ასეთი, ეზოში ყველას წყლის მაგივრად ნავთობი გადმოდისო და თითქმის ყოველ კვირას აქლემებით დაჯირითობენ (მათი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, აქლემი “Bugatti” ურჩევნიათ) როგორ ფიქრობთ კრწანისში ან გონიოში გადმოსახლდებიან? ასე როგორ გაქვთ გონება დაბინდული?
მაღალი ხელფასი გინდათ, დიდი პენსია, სურსათი და მედიკამენტი დაბალი ფასებით, ამას ინვესტიცია და ეკონომიკური განვითარება რომ სჭირდება ვერ უნდა მიხვდეთ?
მაგრამ გირჩევნიათ წამალიც ძვირი იყოს, პურიც, დაბალ პენსიასაც აიტანთ, ხელფასაც, ოღონდ მოშორდეს ბიძინა და ყველა მისი მხარდამჭერი, გინდ უკრაინის დღეში ჩავარდეთ, მაგრამ როგორც ის თვითმარქვია საფრანგეთის მოქალაქე პრეზიდენტყოფილი იტყოდა: არა და არასდროს!!! ინვესტიციაც შემოვა, მშვიდობაც იქნება და ქვეყანაც განვითარდება!!!“- წერს ფოჩხუა.




