: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!

იურისტი, პოლიტიკოსი :
ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!
მოსახლეობის უმეტესობისთვის მაცივარი არის ძვირიანი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლის ყიდვას ჭირდება საბანკო კრედიტი, რაც მილიონობით ადამიანს ვერ გამოაქვს. მილიონამდე ადამიანი ქვეყანაში ვალავაუვალია. ვერანაირ განვადებებს და კრედიტს ვერ იღებს და რომც მოუნდეს ახალ მაცივარს ვერ იყიდის.
როცა იცინი ციხიდან გამოტანილ მაცივარზე, გაიხედ- გამოიხედე, ნახევარ მილიონ ადამიანს შენს გვერდით, შეიძლება ეს ნივთი დიდი ხანია არ უნახავს. ამაში სასაცილო არაფერია, მხოლოდ და მხოლოდ სატირალი.